|
2016-06-08 15:50:06, 582 ნახვა
პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: საპარლამენტო არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის
საქართველოს მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტები თავიდან აიცილოს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ტუსკი იმედოვნებს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ღირსეული და ინკლუზური სარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. "ჩვენ ვისაუბრეთ ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ბოლო ინფორმაცია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ შემაშფოთებელია ჩემთვის. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კანონდამრღვევებს ბრალი წაუყენეს. ახლა ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რათა მსგავსი ინციდენტები თავიდან იქნას აცილებული საარჩევნო პერიოდში. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მკაფიო და მტკიცე პოზიციისთვის ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ეს ძალიან დამაიმედებელია. საპარლამენტო არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი ტესტი საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისთვის. ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ღირსეული და ინკლუზური სარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავისუფალი და პლურალისტული მედია. კმაყოფილებით აღვნიშნე არჩევნებზე დამკვირვებლების ჩართვის გეგმები", - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა. დონალდ ტუსკმა გიორგი მარგველაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობასადმი კიდევ ერთხელ ევროკავშირის მხარდაჭერა დაუდასტურა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)