|
2016-06-08 15:31:02, 844 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ჯერჯერობით გაფიცვის უფლებას არ იყენებენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გაფიცვის უფლებას, რომელიც მათ ოფიციალურად დღეიდან ენიჭებათ, ჯერჯერობით არ იყენებენ, - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საზოგადოებივი მაუწყებლის პროფკავშირისა და მედიაში დასაქმებული პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი თქმით, ისინი პატივს სცემენ მედიაციისა და მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც მენეჯმენტთან მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ლაშა მესხის განცხადებით, 10 ივნისს გადამწყვეტი შეხვედრაა ჩანიშნული, რომელშიც მონაწილეობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები, მენეჯმენტი, ფინანსური დირექტორი და მედიატორი მიიღებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. "ყველას მოგიწოდებთ, გაიღვიძეთ. დროა, გამოფხიზლდეთ და ერთად დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის. დუმილი დანაშაულია. ჯობს, ამოვიღოთ ხმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად ერთად ვიბრძოლოთ ჩვენ "ბუნტავშიკები" არ ვართ. სამართლიანად ვითხოვთ იმის გაკეთებას, რაც აქამდე უნდა გაკეთებულიყო", - განაცხადა საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ოპერატორმა კახა ჯანაშვილმა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, გაფიცვის უფლებას გამოიყენებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, მენეჯმენტის გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ. "თუმცა 70% ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება", - აღნიშნა კახა ჯანაშვილმა. შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა დაახლოებთ, 3 კვირის წინ აქცია გამართეს. ისინი შრომის ადეკვატურად ანაზღაურებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობას ითხოვენ. ამასთან, როგორც აღნიშნეს, მათი მიზანი არა ტელევიზიის საქმიანობის შეზღუდვა, არამედ სოციალური თანასწორობისა და ადამიანის დაფასებაა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)