|
2016-06-07 17:46:00, 605 ნახვა
პოლიტიკა
გორში უხვმა ნალექმა ქალაქის ცენტრალური მოედნის დატბორვა გამოიწვია
გორში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ. შიდა ქართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემამ მოსული ნალექის გატარება ვერ შეძლო, რამაც ქალაქის ცენტრალური მოედნის და მიწისქვეშა გადასასვლელის დატბორვა გამოიწვია, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინტენსიური სამუშაოების შედეგად წყლის სრულად ამოტუმბვა მოხდა. მათივე ცნობით, ინტენსიურმა წვიმამ ქვიშა და ღორღი ჩამოიტანა სუხიშვილის ქუჩაზე, რამაც მცირედით შეაფერხა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა. ქალაქს ნაწილობრივ გაეთიშა ელექტროენერგია, თუმცა მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. როგორც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ ამ დროისთვის ქალაქში წვიმის ინტენსივობამ იკლო, რაც სამუშაოების უფრო ინტენსიურად და ეფექტურად წარმოების საშუალებას იძლევა. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია ათკაციანი ჯგუფი, რომელიც აკვირდება მიმდინარე სამუშაოებს და დახმარებას უწევს მოსახლეობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ზიანი. ქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ ადგილას იმყოფებიან მერიის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)