|
2016-06-07 14:48:40, 889 ნახვა
საზოგადოება
"ნეტკრედიტი" აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯაროდ ბოდიშს უხდის
აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენებისთვის კომპანია „ტვინო", რომელიც გასცემს ონლაინ სესხებს ვებ-გვერდის www.netcredit.ge საშუალებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯარო ბოდიშს უხდის. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, კომპანია ,,ტვინოს" დირექტორი რაიმონდ ციპე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ,,გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 2 ივნისს ვებ-გვერდზე www.mkitxveli.ge გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, კომპანია „ტვინოს" თანამშრომელი უკავშირდება მომხმარებელს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით და ემუქრება მას იძულებითი აღსრულებით. ვაცხადებთ, რომ საქმიანობის ამგვარი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია კომპანია „ტვინოსთვის" და ამის შესახებ ინფორმირებულია ჩვენი თითოეული თანამშრომელი. კომპანიის სახელით გვსურს, ბოდიში მოვუხადოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მის თანამშრომლებს გავრცელებული აუდიო-ჩანაწერისთვის. უახლოეს დღეებში საზოგადობას მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მიმდინარე მოკვლევის შესახებ. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მომავალში მსგავსი ფაქტების მაქსიმალური პრევენციის უზრუნველსაყოფად", ნათქვამია კომპანიის დირექტორის რაიმონდს ციპეს განცხადებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აღმასრულებლის სახელით განხორციელებული მუქარის შემცველი ზარებისა თუ შეტყობინებების შესახებ აცნობონ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. მსგავსი ტიპის შანტაჟისა და მუქარისთვის ბიუროში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა და ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომერი - (032) 2 749 649. Mail: Report@nbe.gov.ge შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს, აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება. მოქალაქეების მიმართ მუქარის შემცველი ზარები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეებთან მორგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება. ბოლო წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, შეასრულოს მედიატორის როლი, რათა მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)