|
2016-06-07 14:24:03, 635 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერს აქ ვერ ვიტყვი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წყვეტდა ვის რა ეყიდა. ყველა ბიზნესმენი, ნებსით თუ უნებლიედ, სწორედ ხელისუფლების თხოვნას ემორჩილებოდა და ქიბარ ხალვაშმაც ჩადო თანხა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. როგორც ივანიშვილმა ტექნო პარკში ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ქიბარ ხალვაში წესიერი ბიზნესმენი იყო, მაგრამ იძულებული გახდა დამორჩილებოდა წინა ხელისუფლების თხოვნას. 2012 წელს ირმა ინაშვილთან ინტერვიუს დროს, სწორედ ეს ჰქონდა ივანიშვილს მხედველობაში, როდესაც თქვა, რომ ქიბარ ხალვაშმა ბევრი რამ იცის და დადგება დრო, როდესაც ის ამ ყველაფერს საზოგადოებას მოუყვება. "მე ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერს აქ ვერ ვიტყვი. ქიბარ ხალვაში წინა ხელისუფლებას უწევდა ანგარიშს, ხოლო როდესაც აღარ ემორჩილებოდა მათ, ყველაფერი გადაუწვეს და ეს კაცი იძულებული გახდა ქვეყნიდან გაქცეულიყო. თქვენ კითხვა დამისვით და მე გიპასუხეთ იმ ნაწილზე რისი სურვილიც მქონდა", - განაცხადა ბიძჳნა ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტის კითხვის კომენტირებისას.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)