04:42 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-07 13:32:15, 564 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ელმარ ბროკს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს სამუშაო საუზმეზე შეხვდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე  გუშინ გამართული დებატები შეაფასეს და აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში დროული და მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შესრულებული აქვს და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

გიორგი მარგველაშვილმა ელმარ ბროკთან დემოკრატიულ რეფორმებზე და მის განვითარებაზე, ასევე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

ამასთან, აღინიშნა, რომ ეს არჩვნები საქართველოში სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics