|
2016-06-07 12:17:47, 622 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ადამიანის უფლებების მხრივ პრეტენზია მაქვს, ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტექნო პარკში ტელეკომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. ივანიშვილმა შესავალ სიტყვაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი გაიხსენა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, ასევე ქვეყანაში დაცულია ბიზნესი, ადამიანის უფლებები, ერთი უფლების გამოკლებით, ივანიშვილის განმარტებით, ადამიანს საქართველოში ოჯახის ღირსეულად რჩენის საშუალება არ აქვს. ამიტომ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ძირითად პრობლემას სწორედ ეკონომიკაში ხედავს: "ჩვენ შევცვალეთ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით. თვითონ იბრალდებნენ, რომ მშვიდობიანად წავიდნენ, სინამდვილეში, ჩვენ ისინი ვაიძულეთ, რომ მშვიდობიანად წასულიყვნენ. ყველაფერი გავკეთეთ, რომ არავინ დაშავებულიყო და სიზუსტით ვმოქმედებდით. ამან გამოიღო შედეგი და არა მათმა განწყობამ. ვფიქრობ, მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია, ამდენი ტელევიზია არასდროს ყოფილა საქართველოში, ვერავინ იტყვის, რომ ხელისუფლება ბიზნესის საქმიანობაში ერევა. განცდა აქვს სახელწმიფოს, რომ ლობირება გაუწიოს ბიზნესს და ახერხებს როგორც შეუძლია. ადამიანის უფლებების მხრივ პრეტენზია მაქვს, რომ ჩვენ შეიძლება კონკურენციაში შევიდეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან ერთი უფლების გამოკლებით, ადამიანის ძირითადი უფლება უნდა იტყოს, რომ მას საკუთარ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა შეეძლოს და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. ამ მხრივ პრობლემები დიდია.ეს ეკონომიკაზეა დაფუძნებული",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)