|
2016-06-07 11:31:58, 601 ნახვა
საზოგადოება
სტუდენტური თვითმმართველობა შეხვედრის ინიციატივას განათლების მინისტრისგან ელოდება
''ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ინიციატივას მინისტრისგან, გამომდინარე იქიდან, რომ ის დღეს ერთ დაპირისპირებულ მხარეს ხვდება'', - ამის შესახებ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა. მისი თქმით, მინისტრთან შეხვედრის ინიციატივა სტუდენტური თვუთმმართველობისგანაც იქნება, იმისთვის, რომ მას თავიანთი ხედვები გააცნონ. ''რაც შეეხება ბატონ მინისტრთან შეხვედრას, ჩვენ რა თქმა უნდა ველოდებით ინიციატივას. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს კონკრეტული დაპირისპირების ერთ მხარეს ხვდება. სავარაუდოდ, შეხვდება მეორე მხარესაც და ყველა მხარეს, ვისაც რაიმე აზრი გააჩნია და ვისაც პირდაპირ ეხება აღნიშნული ცვლილებები, რომელიც განათლების სისტემაში შესაძლოა წარიმართოს. ამიტომ, რა თქმა უნდა ველოდებით ინიციატივას. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, მგონია და მჯერა, რომ „აუდიტორია 115“-სა და მთელ საუნივერსიტეტო საზოგადოებაში, არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ კონსტრუქციულად დიალოგი. ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ საუნივერსიტეტო მიზნებისკენ და ერთად მსჯელობით და კამათით მივაღწიოთ შედეგს. შეხვედრის ინიციატივა ჩვენგანაც იქნება რა თქმა უნდა, რომ ჩვენი ხედვები და ინიციატივები გავაცნოთ ახალ მინისტრს პრობლემების მიგვარებასთან დაკავშირებით'', - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)