|
2016-06-07 10:49:09, 642 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრი "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს ხვდება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყების წინ მინისტრმა აღნიშნა, მათი მიზანია ხედვების შეჯერება და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება. ''ისევე როგორც ნებისმიერ მოლაპარაკებებში არსებობს პოზიციები და არსებობს ინტერესები. ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, რომ ორივე ჯგუფის კი არადა ათივე ჯგუფის ინტერესია, რომ უნივერსიტეტი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კარგი და უკეთესი. შესაბამისად, ამ ხალხს აქვს უფრო განსხავავებული ხედვა აქვს ამ მიზნის მიღწევის. ჩვენც გვაქვს ჩვენი ხედვა, შესაბამისად, შევცდებით, რომ ჩვენი ხედვები შევაჯეროთ და მივიღოთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება'', - განაცხდა მინისტრმა. ჟურნალისტის კითხვაზე უმაღლეს განათლებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით როდისთვის იგეგმება ცვლილებები? მინისტრმა აღნიშნა, რომ ის აჩქარებას არ აპირებს. ''მე არ ვიჩქარებ არანაირი დანაპირების და თარიღების მიმართულებით, იმიტომ რომ , ასე ვთქვათ , დღეს ვიწყებ ფაქტიურად გარკვევას, აქამდე რაც ხდებოდა იმაში გარკვეული ვარ და დღეს ვიწყებ ამ ხალხთან ურთიერთობას'", - განაცხადა ჯეჯელავამ. ცნობისთვის, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მას არ ესწრება უნივერსიტეტის რექტორი.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)