|
2016-06-07 02:06:04, 503 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ გეგეშიძე: ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და სადაც დასჭირდება, იქ დავდგები
"ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და სადაც დასჭირდება, იქ დავდგები" - ამის შესახებ კორცხელის ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, სპორტსმენი ვლადიმერ გეგეშიძე "კვირის პალიტრისთვის" მციემულ ინტერვიუში აცხადებს. მისი განცხადებით, ის სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ის "ოცნების" მხარდამჭერია და სადაც პარტიას დაჭირდება იქ დადგება. „დიდი ალბათობით, გავასაჩივრებთ. საკმაოდ დიდი თანხაა, რომლის გადახდაც შეიძლება ვერ შევძლოთ, თანაც რისთვის? პირველ რიგში, იმ ადამიანებს უნდა მოსთხოვონ პასუხი, რომლებიც მთელი ცხოვრება პროვოკაციებს აწყობდნენ...კადრებში არ ჩანს, რა ხდებოდა მანამდე. საარჩევნო უბანზე დილით მივედი. სიმშვიდე იყო, არავინ იფიქრებდა, რომ დაპირისპირება დაიწყებოდა. ბიჭები ჩხუბს არავისთან აპირებდნენ. როგორც კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ნათელი გახდა, რომ პროვოკაცია გათვლილი ჰქონდათ-სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ჩვენს გამოწვევას ცდილობდნენ. ჩვენ ვაჟკაცები ვართ და შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ... ვერავინ მიმითითებს, პასუხი ვის როგორ გავცე. ჩვენს ადგილას, სხვებიც იმავეს გააკეთებდნენ. ბიჭები კორცხელში საკუთარი ინიციატივით წავედით, პირადად მე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერი ვარ და სადაც დასჭირდება, იქ დავდგები.“ნაცმოძრაობის“ დემაგოგობის დრო დამთავრდა, ხმის ამოღებსაც ვერ უნდა ბედავდნენ“, - განაცხადა გეგეშიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)