|
2016-06-06 18:56:22, 589 ნახვა
პოლიტიკა
ხადურის ინფორმაციით, წინასაარჩევნო რეჟიმი 8 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა აქტიური ფაზა 8 აგვისტოს დაიწყება
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადაა. როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინასაარჩევნო რეჟიმი 8 ივნისიდან შევა ძალაში, თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, აქტიური ფაზა 8 აგვისტოს დაიწყება. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შესაბამისი სამართლებრივი აქტი, როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ. არჩევნები ჩატარდება 8 ოქტომბერს, 8 ივნისიდან შევა ძალაში. თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, აქტიური ფაზა დაიწყება ალბათ, 8 აგვისტოს. თუმცა, მანამდეც გარკვეული ტიპის შეზღუდვები უკვე იმოქმედებს. ბიუჯეტს რაც შეეხება, ბიუჯეტთან მიმართებაში და ახალ ინიციატივებთან მიმართებაში, ეს არის არჩევნებამდე 60 დღით ადრე და შესაბამისად, ამ პერიოდში ანუ 8 აგვისტოს შემდეგ, სხვა რეგულაციები ამოქმედდება. მზად არის თუ არა ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ არჩევნები გვექნებოდა წელს ჩასატარებელი”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)