|
2016-06-06 17:39:12, 512 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციას შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) დელეგაციას შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, დელეგაციას კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის (CMPD) დირექტორი გაბორ იკლოდი ხელმძღვანელობდა. შეხვედარზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე, საქართველოს მიერ წარმატებით შესრულებული ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის დელეგაციამ დადებითად შეაფასა ის პროგრესი, რომელსაც საქართველო განუხრელად აჩვენებს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და შესაბამისად საერთასორისო თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე. ევროკავშირის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა საქართველოს გადამწყვეტი როლი რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. მხარეებმა, ასევე, განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ამ მხრივ სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)