|
2016-06-06 15:25:11, 637 ნახვა
საზოგადოება
Iphone+: ეს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა ჩვენი კომპანიის მიმართ
iPhone+ ის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ iPhone+ ის 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მეორადი ტელეფონის გაყიდვის ფაქტი არასდროს დაფიქსირებულა და არც დაფიქსირდება. iPhone+ ადმინისტრაციის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ მათ კომპანიაში შესვლა კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედებაა. „2016 წლის 6 ივნისს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე კომპანია iPhone+ ის ყველა ფილიალში, ერთდროულად შემოვიდა საგამოძიები სამსახური საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, იმ მიზნით რომ დადგინდეს ტელეფონები ახალია თუ არა უნდა დაილუქოს და წაიღონ შესამოწმებლად ! წარმოადგინეს სამხარაულის მიერ გაცემული აქტი სადაც ვერანაირად ვერ დასტურდება და ფიზიკურად ვერ დადასტურდება რომ ტელეფონი არის მეორადი, რადგანაც iPhone+ ის 7 წლის მოღვაწეობის მანძილზე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ბუნებაში არ იარსებებს! თუმცა, საგამოძიებო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნთქვამია რომ დაადგინეს ტელეფონის ნაკლოვანება რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მსგავსი არაფერი წერია ! ვფიქრობთ აღნიშნული ქმედება არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა ჩვენი კომპანიისა და ძალზედ საშიში ქმედება და სიგნალი ისეთი მგრძნობიარე ორგანიზმისათვის როგორიც ბიზნესია! ვვარაუდობთ რომ აღნიშნული არის კონკურენტი კომპანიების მხრიდან მოწყობილი ქმედებაა კონკურენტი კომპანიის ახლობლების საშუალებით, თუმც მეორე მხრივ მივესალმებით იმ ფაქტს რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე და დადგინდება სიმართლე! საგამოძიებო სამსახურმა ყველა ფილიალიდან ამოიღო სხვადასხვა მოდელის ტელეფონების ნაწილი შემოწმების მიზნით, მიმდინარეობს ოქმების შედგენა, ექსპერტიზის პასუხს გამოვაქვეყნებთ მიღებისთანავე და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება iPhone+ ზე ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, სხვადასხვა კონკურენტი ორგანიზაციების მხრიდან! უფრო დეტალურ განაცხადეს კომპანია მოგვიანებით გააკეთებს კომპანიის ყველა ფილიალი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას 15:00 საათიდან !“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს iphone+ და შპს Apple city-ში შევიდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, ამის მიზეზი მომხმარებელთათვის ექსპლუატაციაში მყოფი ტელეფონების მიყიდვა გახდა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)