04:38 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 14:10:08, 898 ნახვა

პოლიტიკა
„სახელმწიფო ხალხისთვის“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები პაატა ბურჭულაძე და მისი შვილები - შუქრი და ალექსანდრე არიან

პაატა ბურჭულაძემ საკუთარ პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ 60 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

ინფორმაცია მაისის თვეს მოიცავს.

ამას გარდა, როგორც მონაცემებით ირკვევა, პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირეს პაატა ბურჭულაძის შვილებმა შუქრი და ალექსანდრე ბურჭულაძეებმა.

პარტიების შემოწირულობების მონაცემები კი, რომელიც 2016 წლის 1 მაისიდან 31 მაისის მონაცემებს მოიცავს ასე გამოიყურება:

„მ.პ.გ. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 1 370 745,00

"პლატფორმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა-სახელმწიფო ხალხისთვის" 266 407,72 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 113 064,50  პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის  81 295,53

მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 54 049,32

მ.პ.გ. "თავისუფალი დემოკრატები"            28 000,00

ა.ა.ი.პ "გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის" 26 732,00

მ.პ.გ.  "ჩვენი სამშობლო" 11 000,00

მ.პ.გ.  "საქართველოს მშვიდობისათვის" 2 360,00

პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველო" 2 065,00

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 1 060,00

პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" 1 000,00

საქართველოს კონსერვატიული პარტია 120,00“, - ნათქვამია მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაში.

ჯამში პარტიებმა 1 957 899,07 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics