|
2016-06-06 12:46:49, 549 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ახალი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს არა ერთი რომელიმე პარტიიდან, არამედ ყველას მხრიდან ნდობა ექნება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "არასამთავრობო ორგანიზაციების" მიერ დაგეგმილ "საკონსტიტუციო სასამართლოს" შესახებ ახალი კანონის გასაჩივრებას გამოეხმაურა. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონში ვენეციის კომისიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა გათვალისწინებულია. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გააძლიერებს და მას არა მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიიდან, არამედ ყველას მხრიდან დიდი ნდობა ექნება: "მეც, მთავრობამაც და ყველამ ამ ხელისუფლებაში, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები თუნდაც როგორც მათ უწოდებენ, ხმაურიანი, აღსრულებულიყო, შესრულებულიყო, რომ ამჟამინდელ მოსამართლეებს ამოეწურათ ბოლომდე თავისი ვადა და ასეთ პირობებში 30 სექტემბერს საკონსტიტუციო ვადის ამოწურვისთანავე, დავემშვიდობებით 4 მათგანს და ამით დაცული იქნება როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობა, ასევე კონსტიტუციური ვადები, რომლითაც ისინი თავის დროზე იყვნენ დანიშნულნი, თუ არჩეულნი. ეს კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ვენეციის კომისიის ზოგიერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რაც სახელმწიფომ, სუვერენულმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ უნდა გაგვეთვალისწინებინა, გავითვალისწინეთ, ვთვლი, რომ გააძლიერებს საკონსტიტუციო სასამართლოს, გააჯანასღებს და აღადგენს მისდამი ნდობას არა მხოლოდ ერთი რომელიმე პარტიიდან, არამედ ყველას მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება დიდი ნდობა",-განაცხადა თეა წულუკიანმა. საკონსტიტუციო სასამართლოში ამავე სასამართლოს შსახებ მიღებული ახალი კანონი გასაჩივრდება. სარჩელს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიტანენ. მათი შეფასებით, კანონი არაკონსტიტუციურია და პრეზიდენტის გუნდმა ვენეციის კომისიის შენიშვნები საკუთარი ინტერპრეტაციით ასახა ვეტოში, რაც მათ მმართველ გუნდთან პოლიტიკური გარიგების ეჭვებს აღრმავებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)