|
2016-06-06 11:41:08, 609 ნახვა
პოლიტიკა
ნარმანია: თუ ადრე სახელფასო დანამატი 80%-ით განისაზღვრებოდა, ახლა ეს 50 %-მდე შემცირდა
თბილისის მერიის სისტემაში არაფერი არ გაზრდილა, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ - „გაიზარდა თუ არა მერიაში სახელფასო დანამტები პრემიების არ გაცემის სანაცვლოდ“ განაცხადა. ნარმანიას თქმით, თბილისის მერიაში რაიმე სახის ცვლილება დანამატების გაცემის შესახებ არ ყოფილა. „დანამატები პირიქით შემცირდა. თუ ადრე ეს 80 პროცენტიანი დანამატით გაიცემოდა, ახლა 50 პროცენტამდე შემცირდა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ჩვენთან სტაბილური მდგომარეობაა“, - განაცხადა ნარმანიამ. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე მუშაობა დაასრულა და 291 გვერდიანი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად გადააგზავნა. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წელთან შედარებით 2015-ში სახელმწიფო მოხელეთა სახელფასო დანამატებზე სამინისტროებმა ორჯერ მეტი თანხა დახარჯეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)