23:36 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-04 11:16:35, 964 ნახვა

ეკონომიკა
სამტრედია–გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება

სამტრედია–გრიგოლეთის პირველი 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოძრაობა ზაფხულში გაიხსნება და ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკევთის დასრულებულ 9 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა შესაძლებელი გახდება.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.  

პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას ხელს შეუწყობს.

სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულეს.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics