|
2016-06-03 17:00:35, 954 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ავსტრიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვევა
ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან ანდრეა ჰაგმანთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიის განვითარების ბანკი 2007 წლიდან საქართველოში ენერგო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტებს ახორციელებს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის და მშენებლობის, ჰიდრო-რესურსების ეფექტური გამოყენების დაგეგმვისა და მცირე და საშუალო ელექტროჰესების მშენებლობაში ფინანსური მხარდაჭერის საკითხში აქტიურად თანამშრომლობს. ავსტრიის განვითარების ბანკი ასევე საქართველოს საბანკო სექტორთან ენერგო სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის იაფი სესხების ხელმისაწვდომობის მიმართულებით თანამშრომლობს. შეხვედრაზე ანდრეა ჰაგმანმა მინისტრს საქართველოსთან დაკავშრებით ავსტრიის განვითარების ბანკის სამომავლო გეგმები გააცნო. გასულ წლებში უკვე განხორციელებული 50 მილიონი ინვესტიციის გარდა, ბანკის ხელმძღვანელობის სურვილია ენერგო-პროექტების დაფინანსება როგორც მცირე ჰესების მშენებლობის, ასევე სხვა ენერგო ეფექტური პროექტების განხორციელების მიმართულებით გააგრძელოს. მინისტრმა ანდრეა ჰაგმანს საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების და მთავრობის ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარება და მხარდაჭერა საქართველოში ბიზნეს საქმიანობის პროცესში აღუთქვა. შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ ავსტრიის განვითარების ბანკის დელეგაცია ანდრეა ჰაგმანის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს ეწვევა. ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ასევე ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღო, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ავსტრიის სავაჭრო პალატის (WKO) და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)