|
2016-06-03 15:41:00, 707 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზური ენის პედაგოგები გადაამზადეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, წელს პირველად, საფუძველი ჩაეყარა აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადების ტრადიციას. აფხაზეთის მთავრობის აპარატის ინფორმაციით, გადამზადება მიმდინარეობდა ტრენინგის სახით ქვეპროგრამის - ,,აფხაზური ენის პედაგოგების გადამზადება“ ფარგლებში, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური ახორციელებს. ტრენინგში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ ტრენინგები ჩაუტარეს აფხაზური ენის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა, რომელთა შორის იყო აფხაზური ენის მცოდნე ჟურნალისტი ირმა ოსია-კინწურაშვილი. როგორც ცნობილია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, 2015-2016 სასწავლო წლიდან აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლაში სწავლების საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნის სახით ისწავლება აფხაზური ენა. ეს გარემოება კი მოითხოვს სკოლებში არსებული კადრების გადამზადებასა და ენის სწავლებისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის შექმნას. საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებიდან გამომდინარე აფხაზური ენის, როგორც სახელმწიფო ენის დაცვის, შესწავლის, პოპულარიზაციისა და მხარდაჭერის მიზნით აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლება ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის გზაზე. პროექტი კიდევ ერთი დასტურია ქართული სახელმწიფოს ზრუნვისა აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებისათვის. ქვეპროგრამა წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს და სამშვიდობო განათლებისა და კულტურის დანერგვის მისიას ეხმიანება. აქედან გამომდინარე, მომავალშიც გათვალისწინებული იქნება პროექტის შემდგომი განვითარება და განხორციელება განსხვავებული ფორმატით.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)