|
2016-06-03 15:32:12, 556 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია საქართველოს 20-წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონ გუნდ „სოხუმს“ შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები საქართველოს 20-წლამდელთა კალათბურთელთა ჩემპიონის, „სოხუმის“ გუნდის კალათბურთელებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ. აფხაზეთის მთავრობის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონებს მიღწეული წარმატების აღსანიშნავად საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შეხვედრას საკალათბურთო გუნდ „სოხუმის“ მწვრთნელები თემურ კანკია, ლიკა ქაჯაია, გუნდის პრეს-ატაშე თენგიზ პაჭკორია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ გუნდის ზოგიერთი წევრი აგრეთვე მიწვეულია საქართველოს 20-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)