|
2016-06-03 11:32:32, 1682 ნახვა
საზოგადოება
MYSILKNET - კომფორტული ონლაინ მომსახურება სილქნეტისაგან
ინტერნეტით სერვისის მართვა თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. სხვადასხვა ოპერაციების ონლაინ შესრულება დიდ დროსა და ენერგიას უზოგავს მომხმარებელს, უმარტივებს ყოველდღიურობას და უფრო კომფორტულს ხდის მას. „სილქნეტმა“ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე პორტალი my.silknet.com დანერგა, რომელიც ინტერნეტ ბანკის ანალოგს წარმოადგენს და იგივე პრინციპით ფუნქციონირებს. მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი კომპიუტერის გამოყენებით, შეუძლია მართოს სილქნეტის ქსელში ჩართული ყველა სერვისი - გადაიხადოს ყოველთვიური გადასახადი საკუთარ ან სხვის ანგარიშზე, შეამოწმოს ბალანსი, შეცვალოს პაკეტი, დაიმატოს თემატური პაკეტები. წვდომა ვებ გვერდზე 24 საათიანია და მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ზემოთჩამოთვლილი ოპერაციების შესრულება. პორტალი დამატებითი მომსახურების მიღებასაც გვთავაზობს. ასეთია "ღამის ექსპრესი", რომლის გააქტიურებით ოპტიკური ქსელის ინტერნეტ სიჩქარე ყოველ ღამე, 00:00 სთ-დან - დილის 08:00 სთ-მდე, 50 მბ/წმ–მდე იზრდება. „ღამის ექსპრესის“ ყოველთვიური ღირებულება 5 ლარია. ტარიფი სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება მომხმარებელს. ასევე შესაძლებელია „ტურბო ღილაკით“ სარგებლობა პორტალიდანვე და 2 საათის განმავლობაში 100 მბ-მდე სიჩქარის გაზრდა. ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო აქტივაციის ღირებულება კი 1,5 ლარს შეადგენს. ამ დამატებითი შეთავაზებით სარგებლობენ ფიზიკური პირები, თბილისსა და რეგიონის ქალაქებში, სადაც ოპტიკური ტექნოლოგიაა დანერგილი: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი, რუსთავი. my.silknet.com საშუალებას იძლევა პორტალიდანვე ჩამოტვირთოს მომხმარებელმა ანტივირუსის საინსტალაციო პროგრამა ნებისმიერ მოწყობილობაზე. ასევე, გააგზავნოს დღეში 50უფასო სმს საქართველოს ნებისმიერი მობილური ოპერატორის მიმართულებით. მომსახურებების გააქტიურება, შეცვლა ან გაუქმება, ბალანსის შემოწმება ცხელ ხაზზე 2100100 ან სერვის ცენტრშიც არის შესაძლებელი. თუმცა, პორტალი my.silknet.com გარკვეულ უპირატესობას უქმნის მომხმარებელს. ეს არის იდეალური სისტემა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების რიტმს არის მორგებული.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)