|
2016-06-03 11:21:17, 612 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი - საქართველო ღიაა ჩინელი ხალხისთვის, ჩინური ინვესტიციებისა და ინოვაციური იდეებისთვის
მოხარული ვარ, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წარმატებით ვითარდება და თქვენი ვიზიტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერ ჭანგ გაოლისთან. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან პარტნიორობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მხარეებმა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, კიდევ უფრო ზრდის ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ღიაა ჩინელი ხალხისთვის, ჩინური ინვესტიციებისა და ინოვაციური იდეებისთვის. შეხვედრისას საუბარი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმასაც შეეხო. პრემიერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)