|
2016-06-02 14:41:06, 631 ნახვა
პოლიტიკა
კელი „რუსთავი 2“-ზე: თუ ამ პროცესების შედეგად ტელევიზიის მესაკუთრეები შეიცვლება, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებით, წინასაარჩევნოდ მთავარი ოპოზიციური არხის მენეჯმენტისა და მფლობელების შეცვლაზე საუბარი მიუღებელია. ელჩმა სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდა. "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესები მინდა ამერიკულ და ქართულ კონტექსტში განვიხილო. მინდა აღვნიშნო რომ ასეთი სასამართლო პროცესები რომელიც წამყვან ოპოზიციურად განწყობილ მედია ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამერიკაში რომ მომხდარიყო საარჩევნო წელს, და ახლა საარჩევნო წელია საქართველოშიც, და რომ ამ პროცესების შედეგად საფრთხის ქვეშ დგებოდეს წამყვანი ტელევიზიის ამჟამინდელი მენეჯმენტისა და მფლობელების საკითხი ამერიკული მხარე ამ პროცესების მიმართ არ იქნებოდა ტოლერანტული. სწორედ ამიტომ მინდა ნათლად ვთქვა, რომ იმ შემთხევაში თუ შესაძლებელია ამ პროცესების შედეგად შეიცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და მენეჯმენტი, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ და ამ საკითხის მიმართ არ შეიძლება ტოლერანტული მიდგომა", - განაცხადა იან კელიმ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)