|
2016-06-01 17:46:44, 735 ნახვა
სამხედრო
ჩეხეთში ავიაციისა და საჰარეო ძალების სარდლობის წარმომადგენლების ვიზიტი გაიმართა
ქართული სამხედრო ავიაციის განვითარების მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკას საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი და სარდლობის ორი სამხედრო მფრინავი ეწვივნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველი სამხედრო მფრინავები ახლადწარმოებული ჩეხური საჰაერო ტექნიკის - L-39NG-ს ტიპის თვითმფრინავების შესაძლებლობებს გაეცნენ და „Aero Vodohody” აეროდრომზე ჩეხეთის საჰარეო ძალების მფრინავ-გამომცდელებთან ერთად, L-39NG-ით სადემონსტრაციო გამოცდა/ფრენები განახორციელეს. უწყების ცნობობით, პროექტი მიზნად ისახავს L-39 ტიპის თვითმფინავების მოდერნიზებას ახალი ნატოს სტანდარტების შესაბამის ავიონიკაზე და ახალ ამერიკული წარმოების FJ-44-4M ძრავებზე გადასვლას, ასევე თვითმფინავის ფრენის დროის და სიშორის გახანგრძლივებას. L-39NG-ს თვითმფინავის პირველი წარდგენა გასულ წელს საფრანგეთში, საავიაციო გამოფენა „LE BOURGET“-ზე, ხოლო პირველი სატესტო გაფრენა სექტემბერში ჩეხეთში, ქალაქ ოსტრავაში „ნატოს დღეების“ ფარგლებში განხორციელდა. ავიაციისა და საჰაერო ძალების დელეგაცია ქალაქ პარდუბიცეში მდებარე სიმულაციურ ცენტრშიც იმყოფებოდა, სადაც ქართველ სამხედრო მფრინავებს შესაძლებლობა ჰქონდათ L-39 NG-ს სიმულატორებზე ეფრინათ. სიმულაციურ ცენტრში სტუმრობისას ქართულმა მხარემ ჩეხი კოლეგებისგან საქართველოში L-39NG და UH-1H შვეულფრენის სიმულაციური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით შეთავაზებაც მიიღო. ერთობლივი მუშაობა ჩეხეთის და საქართველოს საჰაერო ძალების დაახლოებასა და ჩეხეთის ნატოში ინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)