|
2016-06-01 17:40:25, 594 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდული კლუბის წევრებს უმასპინძლა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახმეტელის თეატრთან არსებულ ახალგაზრდული კლუბის წევრებს უმასპინძლა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 14-დან 17 წლამდე მოზარდები სასწავლო ცენტრში პირველად სარეანიმაციო ღონისძიებებს გაეცნენ და მანეკენებზე თავად სცადეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი ელემენტარული მანიპულაციების ჩატარება. მათივე ცნობით, ღონისძიების მიზანია მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ელემენტარული მანიპულაციების სწავლება, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. ცენტრის დირექტორის გიორგი ბუთხუზის თქმით, ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის აღზრდისთვის. „ჩვენ ვცდილობთ მივაწოდოთ ახალგაზრდებს პირველადი ცოდნა და გამოცდილება სამედიცინო სფეროში“, - განაცხადა გიორგი ბუთხუზმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ახმეტელის თეატრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელის ლიკა კაკულიას განცხადებით, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა კლუბის წევრებისათვის. მათ ყოველთვის უნდოდათ იმის ნახვა, თუ როგორ მუშაობენ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მათ ეს შეძლეს. მისივე თქმით, ამ ვიზიტით კლუბის ერთ-ერთი მოსწავლის დიდი ხნის ოცნებაც ახდა. საგულისხმოა, რომ ანალოგიური ღონისძიება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. სასწავლო ცენტრის თანამშრომლებმა პირველადი დახმარებისთვის აუცილებელი უნარები ბრიტანული ცენტრის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლის უფროსკლასელებს გააცნეს.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)