|
2016-06-01 17:00:32, 1011 ნახვა
რეგიონი
რუხში სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა
ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და იაპონიის მთავრობის პროგრამის „GRASSROOT“ ფინანსური მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „აგორა“-ს მიერ მოწყობილი სასათბურე მეურნეობის გახსნის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია სოფელ რუხში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავალის უზრუნველყოფა და უმუშევრობის შემცირება. პრეზენტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „აგორა“-ს აღმასრულებელი დირექტორი თენგიზ სვანიძე, ვეტერანი ქართველი სუმოისტი ლევან ცაგურია (კოკაი), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამასთან, ვახტანგ ყოლბაიამ თანადგომისა და დევნილებზე ზრუნვისათვის იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანს მადლობის სიგელი გადასცა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)