|
2016-06-01 16:59:00, 513 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ
საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტები დღეს, ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ესტუმრნენ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილმა სტუმრებს სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და სასამართლოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო. საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა. „დღეს, სლოვაკეთის პრეზიდენტი ბათუმშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შედგა საქართველო - სლოვაკეთის ბიზნესფორუმი, სადაც სტუმრებს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა და რეგიონის ხელმძღავნელობამ საკუთარი შესაძლებლობები და პოტენციალი აჩვენეს. სლოვაკეთის მხრიდან ძალიან მაღალია დაინტერესება და ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ორი ქვეყნის ერთი მხრივ, ბზინესურთიერთობებში და მეორე მხრივ, პოლიტიკურ ურთიერთობებში, რამდენადაც სლოვაკეთი საქართველოს ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ის გარემოება, რომ შემდგომი 6 თვის განმავლობაში სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება, ცხადია, რომ ჩვენ ჩვენი მეგობრებისგან ყოველთვის მეტ მხარდაჭერას ველით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)