13:43 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 16:18:19, 550 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის გამგეობამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სახალისო და საინტერესო ღონისძიებებით აღინიშნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუმისის #34-ში მდებარე ახლად აშენებულ სკვერში პატარა სტუმრებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად სკვერის კედლები მოხატეს. კუმისის სკვერში ბავშვების მხიარულ განწყობაზე ანიმატორები, ჯამბაზები და სახის მომხატველები ზრუნავდნენ.

მათივე ცნობით, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა - N26 საჯარო სკოლის წინ ზურაბ ჩიკვილაძემ და რიმა ბერაძემ თანამშრომლებთან და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი „ზებრა“ გადასასვლელი მოხატეს.

„ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენ შევეცადეთ, რომ 1 ივნისი განსხვავებული და სახალისო გაგვეხადა ჩვენი პატარებისთვის. სწორედ მათთან ერთად ჩვენ რამდენიმე სახალისო ღონისძიება ჩავატარეთ, მოვხატეთ ზებრა გადასასვლელი, გავაფერადეთ კედელი სკვერში და იმედია, ეს მხიარული დღე მათ დიდხანს ემახსოვრებათ,“ - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics