13:42 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 10:47:20, 535 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ „112-ის გმირები“ დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

ამიერიდან, ყოველი წლის 1 ივნისს „112-ის გმირის“ წოდებით დაჯილდოვდება ყველა ბავშვი, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში და ახლობელ ადამიანებს დახმარება დროულად გაუწიოს.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, შს მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილმა 4 მოზარდი „112-ის გმირის“ წოდებით დააჯილდოვა. მან ბავშვებს „112“-ის ცენტრში უმასპინძლა და სპეციალურად მათთვის დამზადებული მედლები და სიგელები გადასცა.

“112-ის გმირებმა“ საგანგებო სიტუაციების დროს, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს და ოპერატორებთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლეს: 13 წლის გიორგი კოსტავამ „112“-ში მეგობრის დასახმარებლად დარეკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა; 12 წლის ლიზი ქუმსიაშვილმა, მეგობრის ორსულ დედას რომ არ ენერვიულა, შვილის ავადმყოფობის ამბავი არ შეატყობინა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად გამოიძახა; 11 წლის დეა გელაძემ „112“-ში მიზნობრივი ზარი შეუძლოდ მყოფი ბებიის დასახმარებლად განახორციელა; 15 წლის ნინო ადამაშვილმა კი გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ბოლნისიდან დარეკა და ოპერატორს თავის სახლთან ხის წაქცევის საშიშროების შესახებ აცნობა.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ბავშვებმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირადად შეხვდნენ ოპერატორებს, რომლებიც მათ მძიმე წუთებში დაეხმარნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics