|
2016-06-01 10:07:30, 632 ნახვა
საზოგადოება
განახლებულ მზიურში ტრადიციული „მზის ფესტივალი" გაიმართება
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ტრადიციული „მზის ფესტივალი" განახლებულ მზიურში გაიმართება. "მზის ფესტივალი" აერთიანებს ყველა ბავშვს, მიუხედავად მათი ფიზიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სტატუსისა. პროექტის მიზანია განავითაროს ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქის იდეა, მოახდინოს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ფესტივალის მეგობარი და თანაორგანიზატორია კომპანია „ჯეოსელი" და იგი იმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. პროექტის იდეის ავტორი ანა გოგუაძეა, რომელიც უკვე მეთერთმეტე წელია ამ ფესტივალს მეგობრებთან ერთად მართავს. წლევანდელი „მზის ფესტივალი" გამორჩეული იქნება, რადგან პირველად ჩატარდება განახლებულ მზიურში. მზიურის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს პარკის ფუნქციურ დატვირთვას. პროექტის ფარგლებში აღდგება და თემატურად დაიტვირთება სოციალური კაფე და ამფითეატრი. მზიურის პარკი მთელი წლის განმავლობაში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. 1 ივნისს ამ სამუშაოების პირველი შედეგის ნახვას ყველა მსურველი შეძლებს. ფესტივალის პროგრამა: 12:00 - ხელნაკეთი ნივთების და სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა; მოზარდთა ეკო-სტუდია „მეზღაპრეების" გამოფენა; ეკოლოგიური ექსპოზიციის მეშვეობით; პოზიტიური სიტყვების გამოფენა ქართული დიალექტური კორპუსის საგანძურიდან. 12:00 - 14:00 "სინათლის თაობის" მხიარული ესტაფეტები. (ამფითეატრის უკან) 12:30 - ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივა, "ბავშვები ბავშვებისთვის'', რომლის ფარგლებშიც სოფელ ბაისუბნის საოჯახო სახლში მცხოვრები ბავშვებისთვის მათი თანატოლები წიგნებს შეაგროვებენ. 12:30 ბავშვთა ხელოვნების სახლი "Dephani KidArt" - ის მოსწავლეთა გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების მასტერკლასი. 13:00 - სამთო სათხილამურო სპორტ-სკოლა SKI HOUSE ინტერაქტიული პრეზენტაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. (ამფითეატრი) 15: 00 - ფესტივალის მთავარი თეატრალიზებული წარმოდგენა „მზის ბაღი". (ამფითეატრი) 16:30 - სახალისო კონკურსები მშობლებისთვის. (ამფითეატრი) 18:00 ფესტივალის საზეიმო დახურვა. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, დღის მანძილზე "მზიურის" ტერიტორიაზე ბავშვებს გაართობენ ანიმატორები და მზიურის თოჯინა - „მზე''.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)