|
2016-05-31 19:06:02, 864 ნახვა
სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსის გაცილების ცერემონიალი გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით საგანმანათლებლო ცენტრში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ნატოს მხრიდან ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ვიცე-პოლკოვნიკ ქრისტიან ემაუსს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვიცე-პოლკოვნიკი იან მარიუს ნილსენი ჩაანაცვლებს. ვიცე-პოლკოვნიკ ქრისტიან ემაუსს გაწეული საქმიანობისა და დამსახურებისთვის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მადლობა პირადად გადაუხადეს. „ამ ერთი წლის განმავლობაში, ქრისტიან ემაუსმა ყველა გაგვაოცა საქმისადმი დამოკიდებულებითა და გულწრფელობით. მან უზარმაზარი ნდობა მოიპოვა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, ნორვეგიის ხელისუფლებას და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს, ასეთი ოფიცრის გამოგზავნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შემცვლელიც, რომელიც ასევე ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს, ზუსტად ანალოგიურად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის უწყებრივი მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადაეცა. გაცილების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)