|
2016-05-31 14:07:11, 568 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვენაში იმყოფება. მინისტრი ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე გლობალურ კონფერენციას დაესწრება. 2 ივნისს თეა წულუკიანი კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და ბავშვთა უფლებების დასაცავად ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრებს. თეა წულუკიანი ღონისძიების მონაწილეებს იმ რეფორმებს გააცნობს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბავშვებისა და არასრულწლოვნების ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან დასაცავად გაატარა. მინისტრი ისაუბრებს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტებზე. მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, საკნონმდებლო ინიციატივებზე ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ვენაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს შეხვდება. თეა წულუკიანისა ვოლფგანგ ბრანდშტეტერის შეხვედრა 3 ივნისსაა დაგეგმილი. იუსტიციის მინისტრი საქართველოს საელჩოში დადეგმილ ღონისძიებაშიც მიიღებს მონაწილეობას. საზეიმო მიღება საელჩოში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით იმართება. იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში ოთხდღიანია და ის 3 ივნისს დასრულდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)