12:58 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 12:38:10, 747 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ისაკაძე „მაესტროდან“ გაათავისუფლეს

გიორგი ისაკაძე ტელეკომპანია „მაესტროდან“ გაათავისუფლეს.

მედიაში გავრცელებული ცნობა გადაცემა „საქმიანი დილის“ ჟურნალისტმა თელარა გელანტიამ დაადასტურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „მაესტროს“ ბორდმა მიიღო.

თელარა გელანტია სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაცემები „ბიზნესკონტაქტი“ და „საქმიანი დილა“ გიორგი ისაკაძის გარეშე უნდათ, რაც ჟურნალისტებისთვის მიუღებელია:

„ყველანი "ბიზნესკონტაქტზე" - დღეს განსაკუთრებით გვჭირდებით.

 "მაესტროს" ბორდმა გიორგი ისაკაძეს ცალმხრივად შეუწყვიტა კონტრაქტი ანუ უნდათ "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" გიორგი ისაკაძის გარეშე! - არა! არა! არა!

გიორგი ისაკაძე ამ გადაცემების ავტორი, მენეჯერი და ჩვენი გარანტია ყველანაირი გაგებით!“- წერს თელარა გელანტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics