|
2016-05-30 15:51:34, 611 ნახვა
პოლიტიკა
ჯავახიშვილი: გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების წარმატებულად ჩატარებისთვის ივანიშვილის დაბრუნება მნიშვნელოვანია
ბატონმა ბიძინამ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო ქვეყნისა და ერისთვის მიუღებელი ძალა და მერე მოგვცა შესაძლებლობა, თვითონ მიგვეხედა ამ ქვეყნისთვის, - ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს. როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება, ამ ფაქტს მხოლოდ მიესალმება. ”ღმერთმა დაიფაროს ბიძინა ივანიშვილი და თითოეული ჩვენგანი - რომ წახვალ და მერე რომ ვეღარ მოხვალ. პოლიტიკიდან არავინ არასდროს მიდის სრულად ხოლმე, როგორც წესი. ის, რომ პოლიტიკიდან გადგა, რეალობაა. მიუხედავად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით, ინსინუაციები ისევ რჩება, მართლა გადგა. მე მივესალმები თუ დაბრუნდება. თუმცა როცა საუბარია გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის როგორ ჯობია, ბატონმა ბიძინამ მოგვცა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დაამარცხო ქვეყნისა და ერისთვის მიუღებელი ძალა და მერე მოგვცა შესაძლებლობა, თვითონ მიგვეხედა ამ ქვეყნისთვის. მე ვთვლი, რომ მაინცდამაინც კმაყოფილი ვერც ის იქნება და ვერც მე. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში არჩევნების უფრო წარმატებულად ჩატარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბატონი ბიძინას დაბრუნება. არის ამ მიმართულებით რაღაც პრობლემა. მე როგორც ნოდარ ჯავახიშვილი, ადამიანი, რომელიც რომ არ გაემარჯვა „ქართულ ოცნებას“, ვერც კი წარმომიდგენია სად ვიქნებოდი, მივესალმები, თუ ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდება. თუმცა მე მირჩევნია, რომ ახალგაზრდობამ ბატონ ბიძინაზე და ბევრ სხვაზე უკეთესად წარმართოს ეს ქვეყანა, მაგრამ როგორც ჩანს, ამას ცოტა კიდევ სჭირდება დრო... ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო პროცესში ჩართვა, გარწმუნებთ, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ მოპოვებულ ხმათა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)