|
2016-05-30 12:31:51, 686 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: ხურჩაში მომხდარ ფაქტს სამხედრო პოლიციაც იძიებს
ჩვენ არ ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. გომელაურის თქმით, ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება სამხედრო პოლიციამაც დაიწყო. "თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია, თუმცა ჩვენ ეს ინფორმაცია არ დავადასტურეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პიროვნება დაკითხეს და მერე გაათავისუფლეს. გამოძიება სამხედრო პოლიციას აქვს დაწყებული. დაკავების ფაქტი სამხედრო პოლიციამაც უარყო", - განაცხადა გომელაურმა. ჟურნალისტის კითხვაზე იმყოფებოდნენ თუ არა ინციდენტის დროს სუს-ის თანამშრომლები ადგილზე, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ადგილზე არც შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. "ის ზონა აფხაზური ბლოკ-საგუშაგოდან 30 მეტრშია, აქედან გამომდინარე იქ ჩვენი მოძრაობა საფრთხის შემცველია. ამას ალიანსის წევრი ქვეყნების გვირჩევენ. უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. ეს პრობლემა არ არის 1 და 2 წლის, უკვე 10 წელზე მეტია ამ პრობლემას ვებრძვით", - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური დღეს უშიშროების საბჭოს დაესწრება. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, „მესაზღვრეებმა“ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)