00:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 12:18:28, 673 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო კომიტეტებმა ე.წ. გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტებმა სააარჩევნო სისტემის ე.წ.გერმანულ მოდელს მხარი არ დაუჭირეს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს განიხილეს.

აღნიშნულ ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 1 მომხრე და 7 მოწინააღმდეგე ჰყავდა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტეში პროექტს მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი, წინააღმდეგი იყო.

შეგახსენებთ, ოპოზიცია ითხოვს, 2016 წლის არჩევნებზე ე.წ. გერმანული მოდელი დაინერგოს. კანონპროექტი ინტერპარტიულმა ჯგუფმა შეიმუშავა. მას მხარი დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამაც.

ცნობისთვის, ე.წ. გერმანულ მოდელში შენარჩუნებულია მაჟორიტარული არჩევნები, თუმცა სადეპუტატო მანდატების საბოლოო განაწილება მიბმულია პროპორციულ არჩევნებზე. ასე მაგალითად, თუ პარტია პროპორციულ არჩევნებში აიღებს ამომრჩეველთა ხმების 50%-ს (რაც 150-მანდატიან პარლამენტში 75 სადეპუტატო ადგილის მოპოვებას ნიშნავს) და პარალელურად, მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს 60 ოლქში, მაშინ ის 60 ადგილს შეავსებს მაჟორიტარების ხარჯზე, საარჩევნო პროპორციული სიიდან კი მხოლოდ პირველ 15 ადამიანს გაიყვანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics