|
2016-05-30 10:00:23, 635 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს
საქართველოს პრეზიდენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს. სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ცერემონიაზე სლოვაკეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს. სახელმწიფო ჰიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა შეასრულა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ერთამენთს სლოვაკეთისა და საქართველოს დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წევრები წარუდგინეს. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ-ეკონომიკური განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე. ამწუთებში პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ხვდებიან, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)