|
2016-05-30 09:17:53, 598 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს სლოვაკეთის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ეწვია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ანდრეი კისკა და გიორგი მარგველაშვილი მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვა და ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იგეგმება ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის. ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)