12:03 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-29 14:38:56, 832 ნახვა

საზოგადოება
ვერეს ხეობაში გამწვანების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახალ გზაზე იმყოფებოდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მერმა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.  

მათივე ინფორმაციით, ღნიშნული ტერიტორიის გამწვანება უკვე დასასრულს უახლოვდება. სულ ვერეს ხეობაში 10 ათასამდე წიწვოვან - ბუჩქოვანი მცენარე დაირგვება, რომელთა  სიმაღლე 2-დან 4 მეტრამდეა. დავით ნარმანიას განცხადებით,  ხეების დარგვა უახლოეს დღეებში დასრულდება.

ამას გარდა, თბილისის მერი  მზიურშიც იმყოფებოდა, სადაც სტიქიის შედეგების  სალიკვიდაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა, ასევე  გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება.

„ჩვენ ვგეგმავთ მდინარის კალაპოტის ფორმირებასაც, რაც შემდგომში უსაფრთხოს გახდის მდინარეს და მის მიმდებარე ტერიტორიას. პროექტი ამ მიმართულებით  უკვე მზად არის და მის განხორციელებას  თბილისის მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გეგმავს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან,  მერის თქმით, დაზიანებული ტერიტორიის აღდგენითი  სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რათა ტერიტორია კეთილმოეწყოს და უფრო საინტერესო გახდეს მოსახლეობისთვის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics