15:59 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-28 13:36:22, 630 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, ათენში საზეიმო მიღება გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ათენში ოფიციალური მიღება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საბერძნეთსა და სერბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იოსებ ნანობაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, შესრულდა საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ, ისაუბრა საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე.

მიღებას დაესწრნენ  საბერძნეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების წევრი ქართველი და ბერძენი პარლამენტარები, ცნობილი ბერძენი ბიზნესმენები, ათენში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელები, ბერძნული მას–მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ათენში მოღვაწე ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. 

მიღების  ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ქართული პოლიფონიური მუსიკის გუნდმა, ასევე ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „კავკასია" და „პატარა ემიგრანტები".

სტუმრებმა დააგემოვნეს სხვადასხვა სახის ქართული ღვინო, ქართული წარმოების ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები. მიღებაზე გავრცელდა საინფორმაციო ფურცლები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების ამსახველი ბროშურები და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფართოდ გააშუქა ადგილობრივმა პოპულარულმა არხმა „ალფა TV", რომელმაც 27 მაისს საქართველო-საბერძნეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საქართველოს ელჩის ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.      





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics