|
2016-05-27 19:09:07, 540 ნახვა
საზოგადოება
მიქელაძე ქანთარიას განცხადებაზე: ჰომოფობიური განცხადებებით,უმრავლესობა რუსულ პოლიტიკურ ნარატივს ემსგავსება
„ასეთი განცხადებები, რაც ნუკრი ქანთარიამ გააკეთა პოლიტიკური წარმომადგენლების მხრიდან ახალი არ არის, ისინი ხშირად იყენებენ ჰომოფობიურ და სიძულვილის ენას“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ადამიანის უფლებების იურისტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე საპარალმენტო უმრავლესობის დეპუტატის ნუკრი ქანთარიას პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, სადაც დეპუტატები ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ჩანაწერზე მსჯელობდნენ. მიქელაძის შეფასებით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებული ინიციატივა დააყენა, პოლიტიკური დღის წესრიგში ამასთან, იურისტის თქმით, ხელისუფლება ლგბტ სოციალურ საზოგადოებას არ აღიარებს და ამ საკითხების პოლიტიზირებას ახდენს. „კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებული ინიციატივა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა დააყენა, იმ პოლიტიკური დღის წესრიგში გარდა იმისა რომ ეს ინიციატივა მოკლებული იყო რეალურ სჭიროებას მათ შორის ლგბტ ორგანიზაციების აქტივისტების თავად ლგბტ თემის სურვილებს და საჭიროებებს. მან მოახდინა ლგბტ საკითხების პოლიტიზირება და კონსტიტუციაში გასატარებელი ცვლილებები სახალხო განხილვების გზით რეალურად შეიქმნა ფორმალური კერები ჰომოფობიური დისკუსიის წარმოების. ასეთი განცხადებები, რაც ბატონმა ნუკრიმ გააკეთა პრინციპში არ არის ახალი მისი პოლიტიკური წარმომადგენლების მხირიდან ისინი ძალიან ხშირად იყენებენ ჰომოფობიურ და სიძულვილის ენას და ესეც არის ტიპიური შემთხვევა ამის. ერთი მხრივ ისინი ლაპარაკობენ იმას რომ ეს ინიციატივა და ზოგადად ქორწინებაში შესწორება ეს არის ტრადიციული, კოსერვატიული ღირებულებებისთვის მნიშვნელოვანი და თავად ევროკავშირში ინტეგრაცია არ ითხოვს ერთსქესიანთა ქორწინების აღიარებას, ხელისუფლება არის მართალი, იმიტომ რომ ევროპული კონსტიტუცია ამ საკითხზე არ არსებობს, მაგრამ ამის პარალელურად როდესაც ხელისუფლება ლგბტ სოციალურ საზოგადოებას არ აღიარებს და ამ საკითხების პოლიტიზირებას ახდენს, თავად ჰომოფობიურ ენას იყენებს ის ემსგავსება იმ პოლიიტიკურ სისტემას, რომელსაც თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი სწორედ ლგბტ საკითხებზე აქვს აწყობილი ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ რუსეთში გაბატონებული პოლიტიკურ ნარატივს რომელიც სწორედ ლგბტ საკითხებთან დაპირისპირებაში ადგენს საკუთარ ჰეგემონიურ, ნორმატიულ სისტემას“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)