|
2016-05-27 17:56:21, 580 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ფორუმს - „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“ დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმში „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“ მონაწილეობა მიიღო და ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამები დეტალურად გააცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეოების სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სამინისტროსმიღწევებზე და მთავარ გამოწვევებზე. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნადარგის განვითარებისთვის დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ფინანსური კონტრიბუციის მნიშვნელობა. ,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ხელი მოეწერა „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის 50 მილიონი ევროსოდენობით საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ. ფორუმზე მინისტრმაისაუბრა,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებშიაღებული ვალდებულებების შესრულებისშესახებ და ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფოტოსანირატიის საკითხებზე გაამახვილა. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტებზე და ფორუმის მონაწილეებს ქართული ღვინის, თხილის და მოცვის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და მელიორაციის კუთხით მიმდინარე ღონისძიებებზე ესაუბრა. „ძლიერი სოფელი არის ძლიერი კონტრიბუტორი სახელმწიფოს ეკონომიკაში. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევები, მაგრამ ჩვენ დარგის განვითარებას ვუდგებით კომპლექსურად და კონკრეტული პოზიტიური შედეგებიც უკვეგვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი რეგიონში ყველაზე სწაფად მზარდია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)