|
2016-05-27 12:57:50, 615 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ქალაქ რუსთავში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაგავსაყრელზე ყოველთვიურად 2 957 ტონა ნარჩენი ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან შედის. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია რუსთავის ნაგავსაყრელზე ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი პოლიგონის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. რუსთავის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სამ თვეში დასრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”, გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მოქმედი ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)