|
2016-05-27 11:22:46, 658 ნახვა
პოლიტიკა
აშშ სამხრეთ ოსეთს მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის გამართვას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მწვავე განცხადებით ეხმაურება. უწყების პრეს-მდივნის მარკ ტონერის თქმით, აშშ-ის პოზიცია უცვლელია და ის სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს. "კარგად იცით ჩვენი პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მასში შედის სამხრეთ ოსეთიც. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ მცდელობას სამხრეთ ოსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის თაობაზე ან სუვერენიტეტის გამოცხადებაზე. ეს არის ისეთი რამ რასაც მხარს ვერასდროს დავუჭერთ", - განაცხადა ტონერმა. მარკ ტონერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი მოჰყვა. ალექსეი პუშკოვი Twitter-ზე წერს, რომ შეერთებული შტატების მოსაზრებას ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შეგახსენებთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკვე მოაწერეს ხელი ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ანატოლი ბიბილოვმა. "ვხელმძღვანელობთ რა ოსი ხალხის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომიდინარე და ვიღწვით რა სტაბილური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციისთვის სამხრეთ ოსეთში, მხარს ვუჭერთ რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთთან შეერთების საკითხზე",- ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მერე გაიმართება. საქართველოს საგარეო უწყებაში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ინფორმაცია "ექსპრესნიუსმა" ჯერ კიდევ გუშინ საღამოს მიაწოდა. უწყება ინფორმაციას ამ დრომდე ამოწმებს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)