|
2016-05-26 22:30:26, 652 ნახვა
პოლიტიკა
სტამბოლის მერი ქადირ თოქბაში ბათუმს სტუმრობს
დღეს სტამბოლის მერის ვიზიტთან დაკავშირებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამოფენა და საზეიმო კონცერტი გაიმართა. გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქ. სტამბოლის მერი ქადირ თოქბაში. გამოფენა „ბათუმი-სტამბოლი" ორი ქვეყნის ორ ქალაქს შორის კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. გასულ წელს თურქეთის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით 12 ბათუმელი მხატვრის 130 ნამუშევარი 1 კვირით ქ. სტამბოლში გამოიფინა. „პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველას 26 მაისი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე! ქართველი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს! 26 მაისი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ნამდვილი დღესასწაულია! მიხარია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში ქალაქ სტამბოლის მერი იმყოფება. მინდა მადლობა გადავუხადო მას ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს ქალაქებს შორის ურთიერთობის მხარდაჭერისათვის" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. აღსანიშნავია, რომ სტამბოლის მერის საქართველოში პირველი ვიზიტი სწორედ დღეს, 26 მაისს, ქ.ბათუმში შედგა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)