|
2016-05-26 19:48:00, 598 ნახვა
პოლიტიკა
გოგოლაშვილი: ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარება ეს უკვე ოკუპაცია აღარაა, ეს ანექსიაა
„ურთიერთობის იმ ფორმაზე მოგვიწევს უარის თქმა, რომელიც რუსეთთან გვაქვს. რა თქმა უნდა ის უფრო ხისტი უნდა გახდეს“, - ასე გამოეხმაურა ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ 2017 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება. როგორც გოგოლაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ეს აგრესიული პოლიტიკის უკიდურესი ფორმაა. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ხელში არავითარი ეფექტური ბერკეტი არ არსებობს. „ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელსაც რუსეთი მთლიანად აკონტროლებს. რუსეთისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. რუსეთის მოქმედებებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია. რუსეთი თუ მოინდომებს რა თქმა უნდა ჩაატარებს რეფერენდუმს“, - აღნიშნავს საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტი. გოგოლაშვილის შეფასებით, ქართულმა მხარემ პოლიტიკა უნდა შეცვალოს. მიიჩნევს, რომ უფრო ხისტი უნდა იყოს. „ურთიერთობის ამ ფორმაზე ალბათ უარის თქმა მოგვიწევს. რა თქმა უნდა ის უფრო ხისტი უნდა გახდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ტერიტორიების ანექსია ხდება. ოკუპაცია ძალიან ცუდია, მაგრამ მეორეა ანექსია. ეს უკვე უკიდურესი ფორმაა. საერთაშორისო ზეწოლით ამის მიღწევა შეუძლებელია. საერთაშორისო ზეწოლით ვერ გააყვანინეს ჯარი უკრაინიდან. საერთაშორისო ზეწოლით შესაძლებელია ბირთვული ქობინების გამოშვების შეჩერება. ანუ ისეთი საკითხები, რაც საერთაშორისო უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება“, - განუცხადა გოგოლაშვილმა „ექსპრესნიუსს“. კახა გოგოლაშვილი აქვე იმასაც დასძენს, რომ რუსეთის აგრესია უფრო და უფრო ძლიერდება. ამ ფონზე საქართველოს ნომერ პირველი ამოცანაა, არ მოიტანოს მორიგი იერიში რუსეთმა საქართველოზე და კიდევ არ მოახდინოს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)