|
2016-05-26 17:46:55, 615 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი რეკრუტთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე რეკრუტთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები და სტუმრები ესწრებოდნენ. ფიცის დადების ცერემონია დედაქალაქის გარდა, საქართველოს კიდევ ხუთ რეგიონში გაიმართა. ფიცი სულ 432-მა რეკრუტმა დადო. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სრულიად საქართველოს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მოქალაქეებს ულოცავს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრებას უსურვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)