|
2016-05-26 17:05:41, 564 ნახვა
საზოგადოება
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით ლიტვაში ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, ლიტვაში, ქალაქ კაუნასის ცენტრალური ღირშესანიშნაობა, ქრისტეს აღდგომის ტაძარი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, ვილნიუსის ცენტრალურ ადგილზე, მდინარე ნერისის სანაპიროზე გამოიფინა საქართველოს გიგანტური დროშა. ფრანების ფესტივალის ფარგლებში ბავშვებმა დაამზადეს საქართველოსა და ლიტვის დროშების ფერებში მოხატული ფრანები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მოეწყო ფოტოგამოფენა „50 ქალი საქართველოდან" ლიტვის ფოტოხელოვანთა კავშირის გალერეაში. 7 ივნისს, ლიტვაში საქართველოს საელჩო ასევე აწყობს საზეიმო მიღებას, სადაც კონცერტს გამართავენ „ქართული ხმები", ანსამბლი „რუსთავი" და „ქარვის კვარტეტი". ამასთან, გაიმართება ქართული პროდუქციის გამოფენა და მოეწყობა ქართული სამზარეულოს და ღვინის დეგუსტაცია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)