|
2016-05-26 15:45:01, 683 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
16 და 17 მაისს წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობისა და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ჩატარდა. შპს „გამა კონსალტინგი“-ს, სს “ნამახვანის” და შპს “კოქს კონსალტის საქართველოს ფილიალი“-ს წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ტექნიკური პარამეტრები და მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების რისკები განიხილეს. საჯარო განხილვაზე შეფასდა ნამახვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის პროექტის სოციალურ და გარემოზე ზემოქმედების საკითხები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საზოგადოების წარმომადგენელთა შენიშვნები და მოსაზრებები, განხილვის მასალები თანდართულ იქნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარსადგენ გზშ-ს ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)