|
2016-05-26 14:44:31, 659 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი მიღება გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაურმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ციან ხუნგშანმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. საქართველოს ელჩმა დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდიდან საქართველოს განვითარების ძირითად მიღწევებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფოსთან ურთიერთობის განვითარების კუთხით მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდენის 25 წლისთავთან დაკავშირებით „აბრეშუმის გზის კომერციული პალატის" გენერალურმა მდივანმა ელჩს ცნობილი ჩინელი მოქანდაკის," იუნესკოს მშვიდობისათვის მხატვრის" სკულპტურა გადასცა. მიღების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდენის 25 წლისთავთან დაკავშირებით ასევე გაიმართა ფოტო -გამოფენა. ღონისძიებას დაესწრნენ ჩინეთის სახელმწიფო სტრუქტურების, ჩინეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, რეგიონების, სამეცნიერო და ბიზნესის სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლები, ჩინეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წევრები და ქართველი სტუდენტები.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)